რეგიონი
დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობების ამაღლების მიზნით სხავადსახვა ღონიძიებები გაიმართება. დაუნის სინდრომის საერთასორისო დღედ 2011 წელს 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და საქართველო ამ დღეს მეოთხედ აღნიშნავს.

დაუნის სინდრომით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
Print