რეგიონი
კინოჩვენება ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდულმა საკრებულომ საქველმოქმედო კინოჩვენება გამართა. ფილმი, სახელწოდებით "დღე ხვალის შემდეგ"-" გლობალურ დათბობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს შეეხებოდა. ჩვენებიდან შემოსული თანხა ერთი სოციალური ოჯახისთვის წყლის პრობლემის გადაჭრას მოხმარდება.

ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩუხუას განცხადებით, მომდევნო ერთი თვის მანძილზე 50-მდე აქტივობა აქვთ დაგეგმილი. 

პროექტს საინიციატივო ჯგუფი "პოსეიდონი" ახორციელებს.
Print