რეგიონი
„ათინათმა“ ბავშვთა დაცვის დღე ნეიროგანვითარების ცენტრში აღნიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ნეიროგანვითარების ცენტრის ზუგდიდის ფილიალში ღონისძიება მოეწყო. მასში აუტიზმის, ცერემბრალური დამბლის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას .
ღონისძიების ფარგლებში მათ ჯამბაზები ეწვიათ, ასევე მოეწყო გასართობი თამაშები. დასასრულს ყველა პატარას სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
აქტივობა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში მოეწყო, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) , აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სამეგრელოში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
Print