რეგიონი
გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ "თავისუფლების მოედანზე" მოხდა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განმარტებით, დეპუტატის მანქანა ყოფილი “პირიმზის” შენობასთან,პარტიის ოფისთან იდგა. გავრცელებული ცნობით,თარგამაძე მანქანაში არ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მოქალაქე. აფეთქების შედეგად დაზარალებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და გადარჩენას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დეპუტატის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო.
Print