რეგიონი
,,ჩხოროწყუობა’’ 5 ნოემბერს გაიმართება

წლევანდელი ,,ჩხოროწყუობა'' საზეიმო მსვლელობით 11:30 საათზე დაიწყება, ხოლო 12 საათზე საპატიო ჩხოროწყუელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ცენტრში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. ასევე მოეწყობა ეთნო კუთხეები და მეგრული სამზარეულოს გამოფენა.

დღე გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანრი ჯოხაძე მიიღებს.

,,ჩხოროწყუობა'' სისტემატურად 2013 წლიდან აღინიშნება.

 

 

Print