რეგიონი
ზუგდიდში ახალგაზრდა შემოქმედის პოეზიის საღამო გაიმართა (ვიდეო)
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პროექტ ,,ახალი სახეების’’ ფარგლებში, "სარკმლის" ერთ-ერთი წევრის, მეათე სკოლის მოსწავლის, ეტი მესხიას ლექსების პრეზენტაცია გაიმართა.

ახალგაზრდა პოეტმა თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწარმოები წაიკითხა.

საღამოს მუსიკალურად მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების სტუდია აფორმებდა.

ღონისძიება „ახალი სახეების’’ პირველი კრებულის ერთ-ერთმა ავტორმა ივდო ოტობარმა დაასრულა საკუთარი ახალი ლექსით.

პროექტ "ახალი სახეების" მიზანია შემოქმედებითი ადამიანების მოძიება, რომლებიც გააცნობენ თავიან შემოქმედებას ახალგაზრდებს. პროექტის ფარგლებში უკვე ორი კრებულია გამოსული.

Print