რეგიონი
"წინსაფრების აქცია" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ (ვიდეო)
ასოციაცია ,,ათინათის'' და პროექტის ,,საქართველოს მოხალისე'' წევრების ორგანიზებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჭრა-კერვის ვორქშოფი გაიმართა.

მოხალისეებმა წინსაფრები შეკერეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებით გააფორმეს.

ახალგაზრდებმა ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტებიც დაარიგეს.

აქციის მიზანი საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის კუთხით ცნობიერების ამაღლებაა.

ასოციაცია ,,ათინათის'' ბაზაზე არსებულ მოხალისეთა ცენტრში 150-მდე ადგილობრივი ახალგაზრდაა გაწევრიანებული.

Print