რეგიონი
ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა
ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შველი მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკვდა. ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, ანტიბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს. თოვლზე კვალის მიხედვით, შველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა.

რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს.

Print