რეგიონი
ტრამპი აშშ -ს ბირთვული არსენალის გაფართოებას გეგმავს
"ამერიკამ არსებითად უნდა გააფართოვოს საკუთარი ბირთვული პოტენციალი მანამ, სანამ მსოფლიო სათანადოდ არ დააფასებს ბირთვულ იარაღს", - ამის შესახებ აშშ - ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგანეტო როიტერს განუცხადა.

ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, საკუთარ გამოსვლებში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავდა. ის რუსეთის ბირთვულ შეიარაღებას გაცილებით სრულყოფილად მიიჩნევდა, ვიდრე საკუთარი ქვეყნისას.

ოფიციალური მონაცემებით, ბირთვული იარაღი აქვს 9 ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, კსდრ-სა და ისრაელს. მათ გარდა, ნატო-ს წევრი და აშშ-ის მოკავშირე რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულია აშშ-ის ატომური იარაღი, რომელიც განსაკუთრებულ ვითარებაში შეიძლება გამოიყენონ. ეს ქვეყნებია: გერმანია, იტალია, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, კანადა, აგრეთვე, იაპონია და სამხრეთი კორეა.


Print