რეგიონი
Wings for Life – მარათონს საქართველოც უერთდება
დღეს მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტაზეც გაიმართება. მარათონი 15:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული იქნება ის, ვისაც საფინალო მანქანა ყველაზე ბოლოს დაეწევა.

„მსოფლიო რბენაში“ წელს 5 000 ადამიანი დარეგისტრირდა. რეგისტრაციისას შეგროვილი თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ ახორციელებს.

მარათონში კეთილი ნების ელჩები მონაწილეობენ, მათ შორისაა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტის ტარიელ ხეჩიკაშვილი.

როგორც ცნობილია, ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

მსოფლიო რბენა - 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. საქართველო Wings for Life-ს უკვე მეოთხედ შეუერთდა.



Print