რეგიონი
Swanky Tunes - მა Gem Fest-ზე გამოსვლა დააანონსა
პოპულარულმა რუსულმა კოლექტვმა Swanky Tunes სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. ისინი Gem Fest-ის მთავარ სცენაზე გვიან ღამით დაუკრავენ.

დიჯეებისგან შემდგარი ტრიო სმოლენსკში 1998 წელს ჩამოყალიბდა.Tiesto-სთან ჩაწერილი ერთობლივი დუეტის Make Some Noise წყალობით ცნობადობა მალევე მოიპოვეს.



დღესდღეობით Swanky Tunes რემიქსები და ტრეკები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე , როგორიცაა Armada Music ,Spinnin' Records, Mixmash, Cr2 Records, Refune, Revealed და Size Records. მათი ყოველი ახალი რელიზის მხარდამჭერია Tiesto, Axwell , Sebastian Ingrosso, Sander Van Doorn , David Guetta და Steve Angello.




DJ Mag -ის ყოველწლიური რეიტინგის 2016 წლის ვერსიაში Swanky Tunes 27-ე ადგილზე იმყოფება.

GemFest 14 აგვისტოს დასრულდება. მომდევნო დღეეების განმავლობაში სცენაზე BORIS BREJCHA, PAUL KALKBRENNER და სხვა ცნობილი შემსრულებლები გამოვლენ.

Print