რეგიონი
19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდანი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

Print