რეგიონი
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციები მუნიციპალიტეტებში
2018 წლის იანვრის თვეში ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში და ქალაქ ფოთში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციები ჩატარდა, რომელთა მიზანი ჰაბის ფუნქციების, მიზნებისა და გეგმების გაცნობა იყო. გარდა ამისა, წარდგენილი იქნა ჰაბთან კომუნიკაციის ფორმების შეჯამებული ვარიანტი, რომელიც 2017 წლის 6 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული რეგიონული პრეზენტაციის დროს შემუშავდა.



შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ახალგაზრდული ცენტრების და ბიზნესის 120–მდე წარმომადგენელი დაესწრო.



თითოეული შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ჰაბის საქმიანობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.



პრეზენტაციები ჩატარდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ–ორგანიზაციის ასოციაცია „ათინათის“ მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.



პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

Print