რეგიონი
დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს 9 საათზე დაიწყო. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დარეგისტრირება მსურველებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე შეუძლიათ. პროცესი 8 ივნისს დასრულდება.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 11-დან 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა
Print