რეგიონი
დაცულ ტერიტორიებს შორის, რომლებსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ მარტვილიც მოხვდა
2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 ადამიანი შეადგინა. აქედან, 55% საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო 45% უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტოროების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტად გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან სტუმრობენ.

5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:

• პრომეთეს მღვიმე
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• მარტვილის კანიონი
• სათაფლია

5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

• მაჭახელას ეროვნული პარკი
• თბილისის ეროვნული პარკი
• მტირალას ეროვნული პარკი
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
• მარტვილის კანიონი


Print