რეგიონი
ფესტივალი Echowaves დღიური ლაინაფი და ბილეთების ფასი ცნობილია
23-26 აგვისტოს, ანაკლიაში დაგეგმილი ფესტივალის Echowaves ორგანიზატორები დღიურ ლაინაფსა და ბილეთებს აანონსებენ. ამ ეტაპზე საფესტივალო სრული  მულტიპასის ღირებულება 150 ლარია, დღიური ბილეთების შეძენა კი 60 ლარად არის შესაძლებელი. ამავე ინფორმაციით, მულტიპასის ფასის ზრდასთან ერთად გაიზრდება დღიური ბილეთების ღირებულებაც.

23 აგვისტოს მსმენელები ხუან ატკინსს, ჰენრიკ შვარცს, დომინიკ იულბერგს, ხოლო 24 აგვისტოს თრიქს, ბენ კლოკსა და მარსელ დეტმანს მოუსმენენ. 25 აგვისტოს მსმენელის წინაშე სოლომუნი, ხოლო 26 აგვისტოს - Die Antwoord წარსდგებიან.

ECHOWAVES ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ანაკლიის სანაპიროზე, ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე (Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage, Aqua Stage) 150-მდე არტისტი დაუკრავს. 

დეტალური ინფორმაციის სანახავად და ბილეთების შესაძენათ ეწვიეთ საიტს: www.echowaves.ge

Print