სოხუმი:პარლამენტის სხდომები პირდაპირ ეთერში გავა
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სესიების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზმა დეპუტატებმა სახალხო კრების სხდომაზე მიიღეს.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ“ კანონის ფარგლებში, „აფხაზეთის პარლამენტის მოქმედ ვებ-გვერდს ოფიციალური ვებ - გვერდის სტატუსი მიენიჭება“.

აღნიშნულ სხდომაზე მიღებული დადგენილება 3 თვეში უნდა შესრულდეს, სესიების ტრანსლირებისთვის გამოყოფილი შტატი პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Print