რეგიონი
საქართველოში კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ. კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
Print