რეგიონი
რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის, აფხაზური თარგმანით (ვიდეო)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ვიდეორგოლი მოამზადა, რომელსაც ტიტრები რამდნიმე, მათ შორის, აფხაზურ ენაზეც აქვს. ვიდეოში ცნობილი სახეები, მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები და ექიმები მოქალაქეებს კორონავირუსთან ბრძოლის რეკომენდაციებს უზიარებენ.

,,გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის პრევენციის საქმეში, ამიტომაც მოვამზადეთ საინფორმაციო ვიდეოები, როგორც ქართულ, ასევე სხვა, მათ შორის, აფხაზურ ენებზე. გვინდა, რომ მოქალაქეთა რაც შეიძლება ფართო სეგმენტმა მიიღოს ინფორმაცია იმ წესების შესახებ, რითაც შესაძლოა თავი დავიცვათ ამ ვირუსის გავრცელებისაგან’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 38 ადამიანს უდასტურდება. კარანტინის რეჟიმში 1 130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

Print