რეგიონი
COVID 19-ით ინფიცირებული ფოთელი ექიმი ბათუმში გადაიყვანეს
კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ფოთელი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ქობულეთის კლასტერს მიეკუთნება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალის მენეჯერის ინფპრმაციით, პაციენტი ბათუმის ,, მედალფაში" გადაიყვანეს. კესო გელენიძეს ცნობით, ექიმი ოჯახის წევრებისგან სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

,,პაციენტის და ასევე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- აღნიშნა გელენიძემ.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.

"პასუხების მიღების შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად, გადავიყვანთ სტაციონარში თუ კარანტინში. ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული რამდენ კონტაქტს გამოვავლენთ. ვიმოქმედებ პროტოკოლის გათვალისწინებით. ამასთან, შექმნილია ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რომელიც საპატრულოსთან და საგანგებო სიტუაციების მართვას ერთად, კოორდინირებულად ახორციელებენ მუშაობას"- თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

ფოთელ ექიმს კოვიდ-19 გუშინ დაუდგინდა და ეს ამ ქალაქში პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

Print