რეგიონი
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 348-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 348 -მდე გაიზარდა. მონაცემები stopgov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.

ინფორმაციისთვის, 348 ადამიანიდან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print