რეგიონი
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5-ით გაიზარდა და 399 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი.

399 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 93, გარდაცვლილია ოთხი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print