რეგიონი
ზუგდიდში ლენჯერის კლასტერის ორი წევრი გამოჯანმრთელდა
რუხის კოვიდ მიმღებ კლინიკაში ე.წ. ლენჯერის კლასტერის წევრი ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, მათ დღეს გაწერენ.

რაც შეეხება ორ ახალ პაციენტს, მისივე ცნობით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც ჯანაშია ამბობს, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს.

ჯამში რუხში სამი დადასტურებული შემთხვევა რჩება, მათგან ერთი სვანეთის კლასტერს ეკუთვნის, ერთი კი ის ახალგაზრდა ქალია, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში მატარებლით ჩამოვიდა და სასტუმროში დაბინავდა.

მათ გარდა კლინიკაში ცხელებით კიდევ ოთხი პაციენტი რჩება.



Print