რეგიონი
თეკლათში მასწავლებელსა და მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში საჯარო სკოლის მასწავლებელსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სკოლა უკვე გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამავე ცნობით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო ასაკოვანი ქალია, რომელსაც Covid-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, სკოლაში ტესტირებები უკვე ჩატარდა. გარდა ამისა, ამავე სოფელში დადასტურდა ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა, რომლის კონტაქტების მოძიებაც მომდინარეობს. 
Print