რეგიონი
ფოთში რეფერალური ჰოსპიტალი კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა
ფოთში რეფერალური საავადმყოფო, უკვე მესამე დღეა, covid მიმღებ კლინიკად გადაკეთდა. საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათ კოვიდდადასტურებული პაციენტები უკვე მიიღეს.

ამავე კლინიკაში მკურნალობს ზუგდიდში დღეს დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ასაკოვანი ქალია და ეკლესიის მესანთლეა.

ფოთში ინფიცირებულები წყალტუბოდან, ოზურგეთიდან და სხვა რეგიონებიდანაც არიან შეყვანილები. მათი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
Print