რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 294 ადამიანი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევა, აქედან 294 სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 4 585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 473 502-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 73 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 101 პირი ემსხვერპლა.

Print