რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 198 ადამიანს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან 198 სამეგრელო - ზემო სვანეთში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 541 610.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი.

Print