რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 946 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან 99 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 581 815-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 545 916.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.

Print