რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 399 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 221 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 399 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში კოვიდით გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, COVID-19-ით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი ემსხვერპლა.

Print