რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 192 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 192 პირს დაუდასტურდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა.

Print