რეგიონი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 431 პაციენტიდან 37-ის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში სულ 431 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის მძიმეა 37 პაციენტის მდგომარეობა, 74 - ის საშუალო სიმძიმის.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 180 ახალი შემთხვევა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.
Print