რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1597 ახალი შემთხვევა, აქედან 153 სამეგრელო - ზემო სვანეთში.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 605 360-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 573 542-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 38 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 8 787 პირი ემსხვერპლა.
Print