რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დადსტურდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 272 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 167 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტი აფხაზეტში  COVID 19-ით ინფიცირების 27 848 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 680-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 417 პირი.
Print