რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 836 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 298 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმეა 75 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID-ით ინფიცირების 30 198 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25 117-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 434 პირი.
Print