რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 300-ზე მეტ ადამიანს
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 610 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან 316 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 715 865-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129 - მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.
Print