რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 378 ადამიანს
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5206 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ა ქედან 378 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 738 171-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288 - მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 53 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.
Print