რეგიონი
რუხის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.


76 წლის ქალი ჩხოროწყუში ცხოვრობდა. პაციენტი მკურნალობის კურს რუხის კლინიკაში გადიოდა.

დღის განმავლობაში 254 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 260 დაინფიცირდა.

ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 470 პაციენტია მოთავსებული, მათგან 40-მდე პაციენტის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.

 

Print