რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 276 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 542 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 276 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 886 364-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 695 პირი ემსხვერპლა.



Print