რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, 119 დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 508 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, დაავადებას კიდევ ორი პირი ემსხვერპლა. 70 და 90 წლის ქალი პაციენტები გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 191 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 64 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 36 794 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 29 267-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 549 პირი.

Print