რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 148 პირი დაინფიცირდა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი148 პირს დაუდასტურდა.

ქვეყანაშიკორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს.

გასული დღე ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 514 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 61 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.

Print