რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 700 - ზე მეტ პირს დაუდასტურდა
საქართველოშიგამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 721 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

დღევანდელი მონაცემები პანდემიის განმავლობაში სამეგრელო ზემო სვანეთისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745 - მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 774 პირი ემსხვერპლა.



Print