რეგიონი
სამეგრელოში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. 53 წლის ქალი ხობში ცხოვრობდა, ხოლო 65 წლის ქალი კი აბაშის მკვიდრია. პაციენტები მკურნალობას რუხის და თერჯოლის კოვიდკლინიკაში გადიოდნენ. 

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 9, ფოთის კლინიკა "ბომონდის'" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ამ ეტაპისთვის, სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 285 ადამიანი მკურნალობს. 

რეგიონის მასშტაბით კიდევ 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 16 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.



Print