რეგიონი
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. 67 და 87 წლის მამაკაცები რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალოპბის კურსს.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის, სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 290 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 14 პაციენტის მდგომარეობა.

კარანტინში 16 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 701 პირს დაუდასტურდა. ვირუსისგან 182 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




Print