რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გამოკვლეული 1009 ადამიანიდან 592-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, ბოლო 2 დღეში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში და სოხუმის ინფექციურში 5 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 50, 66 და 102 წლის ქალები და 52 და 82 წლის წლის მამაკაცები.

ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 155 პირი მკურნალობს, მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსი სულ 43 929 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 36 757, გარდაიცვალა- 599 პირი.

Print