რეგიონი
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 92 წლის  მამაკაცი აბაშის მკვიდრია და ის რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალოპბის კურსს. ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის, სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 292 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 14 პაციენტის მდგომარეობა.

ვირუსისგან 279 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

Print