რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 500 - ზე მეტ პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 546 პირს დაუდასტურდა.

გასული დღე -ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი. 

საქართველოში კიდევ COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი გარდაიცვალა.
Print