რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 266 ადამიანს
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 266 პირს დაუდგინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 70 326 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.




Print