რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 266 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 266 პირს დაუდგინდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 777 საიდანაც, 2 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 57 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პირი ემსხვერპლა.
Print