რეგიონი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 191 ადამიანი მკურნალობს, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში 193 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობს 49 პაციენტი,  ფოთის ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული რჩება. ფოთის ,,ბომონდში'' კი 22, აბაშის "ევექსის" კლინიკაში 12 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 26 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 44. ასევე 22 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს მარტვილის და წალენჯიხის ევექსის კლინიკებში.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში 485 პირი გამოჯანმრთელდა. 









Print