რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 52 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 53 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 29 029,  საიდანაც 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.




Print